წესები და პირობები – Print.com.ge

წესები და პირობები

მომსახურების მიღების პირობები

ონლინ სტამბა Print.com
ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები, არის შეთანხმება Print.com -სა (შემდგომში “სტამბა”) და შემკვეთს (შემდგომში “შემკვეთი”)  შორის მომსახურების შესყიდვის თაობაზე, რომელიც ხორციელდება სტამბის ინტერნეტ საიტის მეშვეობით Print.com.

1. შესავალი
მყიდველი ეთანხმება მხარეებს შორის მოცემულ შეთანხმების (შეთანხმება) პირობებს, ყველაფერს რაც შეეხება მომსახურებას და ინფორმაციას გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს  ხელშეკრულებას სტამბასა და მყიდველს შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას რომელიც შეეხება მომსახურებას და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. შემკვეთი თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან მომსახურების შეძენამდე.

2. ინფორმაცია გადახდაზე
შემკბეთს ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია შემკვეთის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. შემკვეთის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება სტამბის მხრიდან მოხდება შემკვეთის საკრედიტო ბარათის, საბანკო გადარიცხვის (სტამბის მიერ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე) ან ნაღდი ანგარიშსწორების მეშვეობით. შემკვეი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების და ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. შემკვეთი პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე რომელიც წარმოებულია შემკვეთის პაროლით. შემკვეთი თანხმდება, რომ დაიცავს თავისი პაროლის კონფიდენციალურობას და 24 საათის განმავლობაში შეატყობინებს სტაამბას პაროლის ყოველგვარი არასანქცირებული გამოყენების ან ამ შეთანხმების პირობების რაიმე დარღვევის შემთხვევას. სტამბა მყიდველს არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან.
საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, თუ თანხის ჩარიცხვა არ აისახება სტამბის ანგარიშზე 3 (სამი) სამუშაო დღის განმამვლობაში, სტამბა უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.

3. საავტორო უფლება
საიტის შინაარსი ეკუთვნის სტამბას, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით. საიტის სრული შინაარსის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენება, ციფრულად გადასხვაფერება, კომპილაცია, კოპირება, გადამისამართება, გამოქვეყნება აკრძალულია.

4. რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია
სტამბა იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას საიტზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე კომპანიის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასევე შეცვალოს ან გააუქმოს ყველა პირობა მომსახურებაზე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს საიტზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

5. მომსახურების მიღება-გაწევა
სტამბა ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. სტამბა უფლებას იტოვებს შემკვეთს შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ მომსახურების, რომლის ღირებულება შემკვეთმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს მომსახურების ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, სტამბა იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს შეკვეთს თანხა, რომელიც მან გადაიხადა მომსახურებაში, რომელიც ვერ მიიღო.

6. შეკვეთის უკან დაბრუნების პირობები
შემკვთს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან შემკვეთის მიერ დაკვეთილ პროდუქციას. პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და დაკვეთილ პროდუქციას შორის მხარეების წარმომადგენლების მხრიდან მოწმდება დაკვეთის შემკვეთისთვის გადაცემისას. პროდუქციის შესაბამისობას მხარეები ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ შემკვეთის მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება. დაკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, შემკვეთს აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო სტამბა ვალდებულია შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწოდოს შმკვეთს ახალი პროდუქტი ან მისი ალტერნატივა. თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება პროდუქტის ჩანაცვლებაზე არ შედგა, სტამბა ვალდებულია დაუბრუნოს შემკვეთს აღნიშნული პროდუქტის საფასური არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.

7. ინფორმაციის გაცვლა
მყიდველის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში სტამბა ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მის მიერ შეკვეთილი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები, ექსპლუატაციის და გამოყენების სხვა წესები. სტამბა უფლებას იტოვებს აწარმოოს შემკვეთთან საინფორმაციო კავშირი, მის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.
თავის მხრივ შემკვეთ ვალდებულია შეკვეთის მიცემისას სტამბას მიაწოდოს შეკვეთის სათანადოდ შესრულებისათვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაცია და მასალა. ფაილების სახეობები:

8. გაუქმების უფლება
სტამბა უფლებას იტოვებს თავისი შეხედულების მიხედვით გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურების გაყიდვა. ასევე არეგულიროს გარკვეულ საქონელზე და მომსახურებაზე წვდომა და ფასები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ონლაინ სტამბა Print.com ეკუთვნის შპს ,,”
საიდენტიფიკაციო კოდი:
ოფისის მისამართი: თბილისი,
დირექტორი:
ელექტრონული ფოსტა:
ტელეფონი: (032)